კრიმინალი: აშშ-სა და მექსიკის საზღვარზე 32 ტონა მარიხუანა აღმოაჩინეს | მსოფლიოს ამბები | ||
აშშ-ში მექსიკიდან ნარკოტიკების მომწოდებელი მსხვილ არხს მიაგნეს, რომლის შედეგადაც 32 ტონა მარიხუანა იქნა აღმოჩენილი. ამის შესახებ ნარკოტიკებთან ბრძოლის ამერიკული სამმართველოს ვებ-გვერდზეა ინფორმაცია განთავსებული. ექვსი ადამიანი დააკვეს. ნარკოტიკების აღმოჩენა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სამშაბათს, 29 ნოემბერს, ამერიკულ-მექსიკურ საზღვარზე ნახევარი კილომეტრის მიწისქვეშა ტუნელს მიაგნეს. ტუნელის მეშვეობით ნარკოტიკების ტრანსპორტირებისათვის ელექტრონულ ვაგონებს და ჰიდრავიკულ ლიფტს იყენებდნენ. ტუნელში ელექტრონული განათება და ვენტილაციაც არსებობდა. როგორც Associated Press იუწყება, 17 ტონა მარიხუანა ამერიკული სან-დიეგოს საწყობში აღმოაჩინეს, 11 ტონაზე მეტი ლოს-ანგელესში სატვირთო მანქანაში, კიდევ ოთხი ტონა მექსიკის საზღვარზე. ეს ნარკოტიკების საკმაოდ დიდი ნაწილია, რაც აშშ-ში ტუნელის პოვნის შემდეგ იქნა აღმოჩენილი . ნოემბრის შუა რიცხვებში, იმავე რეგიონში სხვა ტუნელსაც მიაგნეს. იქ, დაახლოებით 15 ტონა მარიხუანა იპოვეს. წყარო - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4047.html
| |||
განათავსა - consul | 02 დეკ. 2011, 19:42 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.