პოლიტიკა: ჯეიმს აპარტუი: საქართველოს ნატოში შესვლა არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული | საქართველოს ამბები | ||
სამხრეთ კავკასიის და ცენტრალურ აზიაში ნატოს წარმომადგენლმა ჯეიმს აპარტუიმ განაცხადა, რომ საქართველოსა და სომხეთში არჩევნების სამართლიანი ჩატარებას მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს, წერს «GHN». როგორც მედია მასკი იუწყება, ევრევანში ნატოს ინფორმაციული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტელეკონფერენციის ფარგლებში, ჯეიმს აპარტუიმ განაცხადა, რომ კარგი არჩევნების ჩატარება თავად სომხეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ნატო მხარს დაუჭერს მას ამ მიზნის განხორციელებაში. ჯეიმს აპარტუიმ , საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ "ისინი დიდ ძალისხმევას იჩენენ და უკვე მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწიეს." ამავდროულად, ნატოს სპეცთავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების საჭირო დონეზე ჩატარება ალიანსში მისი გაწევრიანების პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4029.html
| |||
განათავსა - consul | 01 დეკ. 2011, 19:04 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.