ეს საინტერესოა: აუქციონზე მსოფლიოში მატარებლის ყველაზე ძვირი ბილეთი გაიყიდა | მსოფლიოს ამბები | ||
დიდ ბრიტანეთში აუქციონზე მსოფლიოში მატარებლის ყველაზე ძვირი ბილეთი გაიყიდა - იგი 6 ათას დოლარად შეიძინეს. თუმცა, მისი გამოყენება მგზავრობის მიზნით უკვე შეუძლებელია. რკინიგზა ირლანდიის სადგურ ბანაგერიდან (გამგზავრების აღნიშნული პუნქტიდან) რკინიგზის სადგურამდე ქალაქ მარიბოროში ჯერ კიდევ 1947 წელს დაშალეს, გადმოსცემს „იტარ-ტასი“. 100-ზე მეტი წლის წინ დაბეჭდილი სამგზავრო დოკუმენტი ბრიტანელმა აუქციონერმა დომინიკ ვინტერმა გაყიდა. მყიდველმა ანონიმად დარჩენა ამჯობინა, იტყობინება ადგილობრივი მასმედია. „ბრძოლა ძალიან მწვავე იყო“, - განაცხადა აუქციონის წარმომადგენელმა კრის ალბიურიმ. პირველი კლასის ბილეთი პატარა კარტონის მართკუთხედს წარმოადგენს. მისი ნომინალური ღირებულებაა 75 ცენტი მიმდინარე კურსით. მანძილი, რომელიც მისმა მფლობელმა 1884 წელს აშენებულ რკინიგზაზე გადალახა, დაახლოებით 60 კილომეტრია. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4021.html
| |||
განათავსა - Drakula | 29 ნოემ. 2011, 19:20 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.