პოლიტიკა: ნინო კალანდაძე: რუსეთის მიერ რაკეტების განთავსება ყველასათვის საფრთხეს წარმოადგენს | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს რუსეთის მიერ მისი რაკეტების განთავსების ნეიტრალურად შეფასება არ შეუძლია, განაცხადა სსს-ს უფროსის მოადგილემ ნინო კალანდაძემ, იტყობინება “GHN“. „საქართველო ასეთი მოვლენის მიმართ გულგრილი ვერ იქნება, რადგან თავად აქვს მწარე გამოცდილება რუსეთთან ურთიერთობაში. რუსეთს საქართველოს მხრიდან ნდობის ძალიან დაბალი დონე აქვს. და მაშინ, როდესაც ამგვარი ტიპის ქმედებები იურიდიულ ჩარჩოებში იმყოფება, ეს არაა გარანტი იმისა, რომ რუსეთი არ დაარღვევს დადგენილ პირობას და არ გასცდება იმის ჩარჩოებს, რასაც ეწოდება საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობები“, - თქვა კალანადაძემ ბრიფინგზე. მისი თქმით, ამგვარი ტიპის ქმედებები, რომლებსაც რუსეთი ამ მიმართულებით ახორციელებს, საფრთხეს წარმოადგენს ყველასათვის და ეს ის თემაა, რომელზედაც საქართველო წლების განმავლობაში საუბრობდა, განსაკუთრებით აგვისტოს ომის შემდეგ. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4015.html
| |||
განათავსა - Drakula | 29 ნოემ. 2011, 19:16 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.