პოლიტიკა: სააკაშვილი: „რუსეთის ამჟამინდელი მთავრობის დღეები დათვლილია“ | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() „ეს შეუქცევადი პროცესია. რატომ გვაქვს ასეთი მხარდაჭერა ევროპაში? ჯერ კიდევ ლეხ კაჩინსკი მეუბნებოდა, რომ მის გარდა ყველა დარწმუნებული იყო, რომ საქართველო ნაწილებად დაიშლებოდა და ჩვენს მთავრობას დაიმხობდნენ. ამბობდნენ, რომ უახლოეს სამ წელიწადში საქართველო, როგორც პოლიტიკური ერთეული, რუქიდან გაქრებოდა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. ამას არავინ მოელოდა, ყველა გაკვირვებული და მეტად დაინტერესებულია ჩვენს მხარდაჭერაში“, - თქვა სააკაშვილმა. „მე დიდი სიამოვნებით ვარ მზად, ჩემი სხეულის ნებისმიერი ნაწილი გავაგზავნო იმისთვის, რომ მათ (რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ) ჩვენი ტერიტორიების თუნდაც ნაწილი დაგვიბრუნონ, ან უფრო კარგი - ყველა ტერიტორია. და რამდენადაც მეყოფოდა ჩემი სხეულის ნაწილები, იმდენ ტერიტორიასაც დავაბრუნებდი“, - თქვა სააკაშვილმა. „რუს ლიდერებს პიროვნულ დონეზე აქვთ საქართველოს ზიზღი. მათ არა ერთხელ უთქვამთ ეს. მათთვის არც შევარდნაძე იყო სასიამოვნო, არც სააკაშვილი. ისევე, როგორც არ იქნება სასიამოვნო საქართველოს შემდგომი ხუთი პრეზიდენტი ან ხუთი მთავრობა. ეს მათ ასეთი ინსინქტი აქვთ, იმპერიალისტური სურვილებიდან გამომდინარე. და არა მხოლოდ მათ. როგორც უკვე იცით, რუსულმა ეკლესიამ საბჭოთა კავშირის აღსადგენად ჯვაროსნული ლაშქრობა გამოაცხადა. ისინი ღიად საუბრობენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დასრულება სურთ“, - განაცხადა სააკაშვილმა. „მათ დამოუკიდებელი საქართველოს ნახვა არ სურთ. მათთვის საქართველო მისაღებია მხოლოდ მონის სახით მათთვის წინააღმდეგობის გაწევის სურვილის უქონლობით“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3976.html
| |||
განათავსა - Drakula | 24 ნოემ. 2011, 19:02 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.