პოლიტიკა: კონდოლიზა რაისი: ვლადიმირ პუტინი საქართველოს გამო აშშ-ს ემუქრებოდა | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() „ეს აღმაშფოთებელია! ფიქრი იმაზე, რომ მე ქართველთა დადანაშაულება შემეძლო, სრულიად არ შეესაბამება სინამდვილეს“, - განაცხადა რაისმა გამოცემა The Weekly Standard-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, გადმოსცემს „ამერიკის ხმა“. „ვფიქრობ, ეს უბრალოდ უზუსტობა არ არის... მართლაც, ჩვენ შეშფოთებულები ვიყავით იმით, რომ რუსები ქართულ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პროვოცირებდნენ და რომ იგი მათ საკუთარი თავის პროვოცირების საშუალებას მისცემდა. მაგრამ ქართველები არანაირად არ არიან დამნაშავეები და ვფიქრობ, ეს ტექსტიდან კარგად ჩანს“, - ახსნა რაისმა გამოცემის მიმოლხილველთან დენიელ ხალპერთან საუბრისას. პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთი ცხინვალში ომით დაინტერესებული იყო. „რუსებს ეს ომი უნდოდათ... მათ ყველაფერი შესაძლებელი გააკეთეს, ცდილობდნენ რა ქართველთა პროვოცირებას. სამხრეთ ოსეთიდან რუსი მოკავშირეების მიერ ქართული ქალაქების სროლა - სწორედ ეს გახდა ომის დასაწყისი“, - განუცხადა კონდოლიზა რაისმა გამოცემა The Weekly Standard-ს და დააზუსტა, რომ ომის დაწყებაში, კერძოდ პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს „ადანაშაულებს“. „თუმცა იგი მაშინ პრეზიდენტი არ ყოფილა, მაგრამ სწორედ მას ჰქონდა ყოველთვის ყველაზე უხეში დამოკიდებულება ქართველთა მიმართ“, - ახსნა რაისმა ინტერვიუში. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3974.html
| |||
განათავსა - Drakula | 24 ნოემ. 2011, 19:00 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.