შოუ-ბიზნესი: ჰოლივუდის ლეგენდა ინვალიდის სავარძელში აღმოჩნდა | მსოფლიოს ამბები | ||
ლეგენდარულმა ამერიკელმა მსახიობმა და მომღერალმა ლაიზა მინელიმ სამ ადგილას მარჯვენა ფეხი მოიტეხა. „ჩემს ძალღს წამოვკარი ფეხი და ეს უკანასკნელი სამ ადგილას მოვიტეხე, რაც უმეტეს მსგავს შემთხვევაში სერიოზული მღელვარების საფუძველია“, - უთხრა პრესას ორშაბათს, 21 ნოემბერს, საკულტო ფილმ „კაბარეს“ გმირმა. 65 წლის მინელი იძულებულია, ინვალიდის სავარძლით გადაადგილდეს. მანამდე ამ თვეში მსახიობმა ნიუ-იორკში ოპერაცია გადაიტანა და ამიტომ იძულებული იყო, უარი ეთქვა მონაწილეობაზე ჯილდო „წლის ქალის“ გადაცემის დაგეგმილ ცერემონიაში. აღნიშნულ ჯილდოს გადასცემს აშშ-ის უმსხვილესი ქალაქის ატლეტიკის პოლიციის ლიგა, იტყობინება „იტარ-ტასი“. მსახიობმა, რომელიც თავისი ცხოვრების მანძილზე ოთხჯერ გათხოვდა და ამდენჯერვე განქორწინდა, დაარწმუნა ინტერნეტ-გამოცემა TMZ.com, რომ არის ის, ვინც მას უვლის. „მე რამდენიმე ადამიანს ვხვდები, მეტს ვერაფერს ვიტყვი. არ ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს“, - თქვა ლეგენდარულმა მსახიობმა. „რაში მჭირდება კიდევ ერთხელ გათხოვება? როდესაც გარკვეულ ასაკს მიაღწევ, ამას მნიშვნელობა ეკარგება. თუ ვინმე გიყვარს, მაშინ უბრალოდ გიყვარს“, - ხაზი გაუსვა მან. მინელი სამი თეატრალური პრემია „ტონის“, ერთი კინოპრემია „ოსკარის“ და ორი „ოქროს გლობუსის“, საპატიო მუსიკალური ჯილდო „გრემის“ და ტელეპრემია „ემის“ ლაურეატია. იგი მსოფლიო შოუ-ბიზნესის იმ მცირე წარმომადგენელთაგან ერთ-ერთია, რომელმაც მოიპოვა აშშ-ის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოები თეატრის, კინემატოგრაფის, მუსიკისა და ტელევიზიის დარგში. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3972.html
| |||
განათავსა - Drakula | 22 ნოემ. 2011, 20:38 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.