საზოგადოება: სააკაშვილი: ქართველი სამხედროები აშშ-ის შეიარაღებული ძალების ელიტურ ქვედანაყოფებთან გადიან სწავლებას | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მდივანს რეემ მაბუსს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს, გადმოსცემს „IPN“. როგორც მიხეილ სააკაშვილმს აღნიშნა, ქართველი სამხედროები აშშ-ის შეიარაღებული ძალების ელიტურ ქვედანაყოფებთან გადიან სწავლებას, რაც, მისი თქმით, ათწლეულის შემდეგაც მოიტანს შედეგს. „ჩვენი ჯარისკაცები დიდ გამოცდილებას იღებენ. ეს სწავლებები დადებით შედეგს მოიტანს. მათ ქართული სახმედრო სკოლის განათლებასა და განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვთ. ამას გარდა, სწავლების პროცესი მნიშვნელოვნად ცვლის ეროვნულ მენტალიტეტს“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. როგორც რეი მაბუსმა განაცხადა, აშშ-ის ელიტური სამხედრო ქვედანაყოფების წევრები მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ და ქართველ სამხედრო მსახურებს მნიშვნელოვან რჩევებს აძლევენ. საქართველოში ორდღიანი ვიზიტის დროს მაბუსმა შეხვედრები ასევე საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან გამართა. მან საქართველოს წყლის სივრცის კონტროლთან დაკავშირებით რადარების დაყენების საკითხები და საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში აშშ-ის სამხედრო გემების ვიზიტები განიხილა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3960.html
| |||
განათავსა - Drakula | 21 ნოემ. 2011, 19:27 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.