პოლიტიკა: ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილს საქართველოსთვის 1 მილიარდს ვთავაზობდი | საქართველოს ამბები | ||
2004 წელს ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის 1 მილიარდს სთავაზობდა, იტყობინება “GHN“. ამის შესახებ ივანიშვილმა განაცხადა პრეს-კონფერენციაზე რეგიონალური მედიისთვის და აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ სფეროში რეფორმების დაწყებას აპირებს. „მე სოფელში გავიზარდე და გლეხის შვილი ვარ, ამიტომ ვიცი, რაც არის გლეხის შრომა. საბჭოთა კავშირის დროს იყო შედარებით მდიდარი და ღარიბი სოფლები. ახლა კი ასე არ არის. ყველა გლეხი ერთმანეთს ჰგავს და ყველა უკიდურესად ხელმოკლეა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სოფლებს დავეხმაროთ. 2004 წელს მე პრეზიდენტთან წინადადება მქონდა. მე მას აგრარულ სექტორში პირველად ინვესტიციებსა და მის განვითარებაზე 1 მილიარდს ვთავაზობდი. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ რეფორმებს სოფლის მეურნეობაში“, - თქვა ივანიშვილმა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3940.html
| |||
განათავსა - Drakula | 17 ნოემ. 2011, 19:23 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.