პოლიტიკა: ბიძინა ივანიშვილი: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს მალე არ დაუბრუნდება | საქართველოს ამბები | ||
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება მოკლევადიან პერიოდში შეუძლებელია, თუმცა არაფრის გამორიცხვა შეიძლება, მიაჩნია ბიძინა ივანიშვილს, იუწყება “GHN“. „ეს ძალიან რთული პროცესი იქნება. შესაძლოა, ეს მოკლევადიან პერიოდში არ მოხდება, თუმცა არაფერი უნდა გამოვრიცხოთ, ვინაიდან ის კრიზისები, რომლებიც გეოპოლიტიკაში არსებობს, დიდ ცვლილებებს იწვევს, რომლებსაც ამ ტერიტორიების დაბრუნებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია“, - თქვა ივანიშვილმა რეგიონალური მედიის ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. მისი თქმით, ხელისუფლებაში მისი გუნდის მოსვლის შემდეგ ეს პროცესი წერტილიდან დაიძვრება. „ამისთვის აუცილებელია აფხაზებისა და ოსების პოლიტიკურ პროცესებში ჩაბმის, ასევე რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების დაწყება“, - თქვა ბიზნესმენმა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3939.html
| |||
განათავსა - Drakula | 17 ნოემ. 2011, 19:22 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.