შოუ-ბიზნესი: აუქციონზე გატანილია უცნობი ფილმი მაიკლ ჯექსონზე | მსოფლიოს ამბები | ||
4 მლნ ფუნტად (თითქმის 6.5 მლნ დოლარად) შეფასებული უცნობი ფილმი მაიკლ ჯექსკონზე „პოპ-მუსიკის მეფის“ ყოფილმა მძღოლმა ლონდონის აუქციონზე „ფეიმ ბიუროზე“ გაიტანა. ამის შესახებ აუქციონერთა წარმომადგენელმა განაცხადა. მისი მონაცემებით, ორსაათიანი ფილმი „პოპ-მუსიკის მეფის“ მეორე მსოფლიო გასტროლების დროს (Dangerous world) 1993 წელს ბუენოს-აირესში უახლოესი აპარატურის საშუალებით იქნა გადაღებული და მაღალი ხარისხით გამოირჩევა. თუმცა ჯექსონის შეკვეთით შექმნილმა კინოსურათმა დღის სინათლე ვერ ნახა. როგორც ექსპერტები მოწმობენ, ნაწარმოები, აქამდე გაურკვეველი მიზეზების გამო, მას არ მოეწონა და დაიბრაკა, ხოლო გადამღები ჯგუფი დაითხოვეს. თავად კინოსურათი სრულიად მოულოდნელად აღმოაჩნდა ექს-მძღოლს, რომლის სახელსაც არ ასახელებენ. „პოპ-მუსიკის მეფის“ შემოქმედების თაყვანისმცემელთათვის ფასდაუდებელი ქმნილების მფლობელის თქმით, ჩანაწერიანი ფირი მას ჯექსონმა „სატრანსპორტო მომსახურების სანაცვლოდ ჯილდოს სახით“ მას მერე გადასცა, რაც მან ჯექსონის გუნდს სან-პაულუში გამოსვლების დროს ტრანსპორტით უზრუნველყოფაში დაეხმარა. იმ დროიდან და მომღერლის გარდაცვალებამდე (2009 წელს) იგი ფილმის მასთან შენახვის ფაქტს საიდუმლოდ ინახავდა. „ფეიმ ბიუროს“ აღმასრულებელი დირექტორის ტედ ოუენის თქმით, „ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, შემოვთავაზოთ აქამდე უცნობი ფირი, რომელიც, იმ დროისათვის უახლოესი აპარატურის წყალობით, ჯექსონის გამოსვლის ძალიან კარგ სურათს, ასევე კულისებს მიღმა მომხდარ რამდენიმე დეტალს გადმოსცემს“. აუქციონი 26 ნოემბერს მოეწყობა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3921.html
| |||
განათავსა - Drakula | 15 ნოემ. 2011, 19:45 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.