ეს საინტერესოა: ჩინეთის სოფელში ვლადიმირ პუტინის ორეული აღმოაჩინეს | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() როგორც „სინხუა“ იტყობინება, ლუნცზიუიში სპეციალურად გაგზავნილი კორესპონდენტები ამბობენ, რომ სოფელში ცნობილი პიროვნების გაჩენით მოხარულები არიან. ლო იუანპინს გაუმყარდა მეტსახელი „პუტინის ძმა“, რომლის წინააღმდეგი „ვარსკვლავი“ არ არის. „რასაკვირველია, მე კვლავ მე ვარ, კვლავ მინდორში ვმუშაობ, ასე რომ ამ თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა“, - უთხრა ლო იუანპინმა „სინხუას“ კორესპონდენტს. მიუხედავად ამისა, რუსი პოლიტიკოსის ორეული იმედოვნებს, რომ მისი მოულოდნელი პოპულარობა ცოლის პოვნაში დაეხმარება. ლოს თქმით, ახლა იგი ფიქრობს იმაზე, რომ პროფესია შეიცვალოს და საკუთარი შოუს ორგანიზაცია მოაწყოს. „მაგალითად, შეიძლება კორპორატივებსა და სხვა ღონისძიებებზე გამოსვლა“, - აღნიშნა ლომ. „ჩემი ცხოვრების შეცვლა, ცოლის მოყვანა, ოჯახის შექმნა მინდა“, - დაამატა მან. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3914.html
| |||
განათავსა - Drakula | 15 ნოემ. 2011, 19:41 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.