aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

 პოლიტიკა: საქართველოს სსს-ს მოსკოვთან მსო-ს თაობაზე ხელმოწერილი დოკუმენტი „ძალიან მნიშვნელოვნად" მიაჩნია საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ქართული მხარე რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან (მსო) შემოერთების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას „ძალიან მნიშვნელოვანს“ უწოდებს, განაცხადა ოთხშაბათს, 9 ნოემბერს, მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. მან დაადასტურა, რომ გუშინ ჟენევაში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ხელი მოეწერა დოკუმენტთა პაკეტს საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონელბრუნვის მონიტორინგის შესახებ.



„ეს არის შეთანხმება, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვის საერთაშორისო მონიტორინგს ვარაუდობს და აქ, პირველ რიგში, იგულისხმება საქონელბრუნვა აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან“, - აღნიშნა კაპანაძემ.


„ჩვენ შევთანხმდით იმ კომპანიის მოქმედებების პირობების შესახებ ნოტების გაცვლაზე, რომელიც მონიტორინგს განახორციელებს და აქ ისეთი მნიშვნელოვანი თემები წერია, როგორიცაა ამ კომპანიის ნეიტრალობა, ის, რომ მონიტორები ვერ იქნებიან რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეები, ის, რომ მათ თავისუფალი გადაადგილების უფლება ექნებათ და მათ მიმართ არ გავრცელდება რაიმე შეზღუდვები და ასე შემდეგ“, - აღნიშნა კაპანაძემ.


მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსულმა მხარემ შვეიცარიის მხარის მიერ შემუშავებული წინადადებები მიიღო. „ამით ქართულმა და რუსულმა მხარეებმა ორმხრივი მოლაპარაკებები დაასრულეს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველად დამყარდება საერთაშორისო მონიტორინგი (რუსეთისა და საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარზე)“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3874.html
განათავსა - Drakula | 10 ნოემ. 2011, 18:56 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: საქართველოს სსს-ს მოსკოვთან მსო-ს თაობაზე ხელმოწერილი დოკუმენტი „ძალიან მნიშვნელოვნად" მიაჩნია" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 14 ნოემბერი 2024
  • English Georgian