ეკონომიკა: გერმანელმა ექსპორტიორებმა ევროზე უარის თქმის მზადყოფნაზე განაცხადეს | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() ამას გარდა, ბერლინში ამერიკელ დიპლომატთა გზავნილების გაჟონვიდან ცნობილი გახდა, რომ ეს თემა უმაღლეს დონეზე განიხილებოდა. ევროკავშირის სამიტის შემდეგ, რომელიც 2010 წლის თებერვალში ჩატარდა, აშშ-ის ელჩმა გერმანიაში ფილიპ დ. მერფიმ გერმანელ პოლიტიკოსებთან და ეკონომისტებთან საუბრის შესახებ ჩანაწერები გააკეთა. მოგვიანებით მისი ჩანაწერები საიტ WikiLeaks-მა გამოაქვეყნა. Deutsche Bank-ის მთავარი ეკონომისტი თომას მაიერი მერფისთან საუბრისას გადაკვრით იძახდა, კერძოდ, ევროზონიდან გერმანიის გამოსვლის საკითხზე. მოცემულ შემთხვევაში მაიერი 1990-იანი წლების ფედერალური კონსტიტუციური სასამართლოს ვერდიქტს მიმართავდა, რომლის თანახმადაც მარკის დაბრუნება ორ შემთხვევაშია შესაძლებელი: თუ ევროზონა ინფლაციის წყარო იქნება ან გერმანელი გადასახადის გადამხდელები ერთიანი ვალუტის „ფაქტობრივი გადამრჩენელები“ გახდებიან. თუმცა, არსებობს სხვა თვალსაზრისიც. კერძოდ, კონსალტინგურ ჯგუფ McKinsey-ის მიერ ცოტახნის წინ ჩატარებულ გამოკვლევაში იტყობინებოდნენ, რომ ბოლო ათწლეულში გერმანიის ეკონომიკური ზრდის ორი მესამედი შეიძლება ევროს შემოღებას მივაწეროთ. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3872.html
| |||
განათავსა - Drakula | 10 ნოემ. 2011, 18:54 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.