ეკონომიკა: მერკელი: „ევროპას კრიზისის დასაძლევად მრავალი წელი დასჭირდება“ | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ევროპას სავალო კრიზისის დასაძლევად მრავალი წელი დასჭირდება, განაცხადა შაბათს, 5 ნოემბერს, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა. მისი თქმით, ვალები ათწლეულების განმავლობაში გროვდებოდა, ამიტომ კრიზიის დაძლევაც ერთი ხელის მოქნევით ვერ მოხერხდება. „მხოლოდ სადღაც ათ წელიწადში სიტუაცია არსებითად უკეთესობისკენ შეიცვლება“, - განაცხადა გერმანიის მთავრობის უფროსმა თავის ყოველკვირეულ ვიდეოგზავნილში. საუბარია „რთულ გზაზე“ და „მსხვილმასშტაბურ ამოცანებზე, რომლის გადაჭრაც ქვეყანას ახალგაზრდა თაობის გულისთვის მოუწევს“, აციტირებს მერკელის სიტყვებს Deutsche Welle. კანცლერის თქმით, ფედერალური მთავრობა გერმანიაში ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად ყველაფერ შესაძლებელს აკეთებს. თუმცა, პერსპექტივაში გფრ-იც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, თუ ევროპის საქმეები ცუდად წავა, თქვა მერკელმა. მთელი გასული კვირის განმავლობაში პარიზი და ბერლინი ძირითადად იმით იყვნენ დაკავებულები, რომ სანერძნეთის ეკონომიკის კრიზისის შედეგებში ერკვეოდნენ. თუ ათენი დეფოლტს გამოაცხადებს, ეს, სავარაუდოდ, იტალიისა და ესპანეთის სავალო ვალდებულებების მფლობელებს შორის უნდობლობის კრიზისს გამოიწვევს, რის არდაშვებასაც როგორც საფრანგეთი, ისე გერმანია შეეცდებიან. ამჟამინდელი სიტუაციის შეფასებისას კანცლერმა აღნიშნა, რომ პესიმიზისისთვის მიზეზები არ არის. თუმცა, ევროკავშირის ყველა ქვეყანა უნდა დაიძაბოს და „საკუთარი საშინაო დავალება შეასრულოს“ იმისათვის, რომ კვლავ „დაამყაროს წესრიგი ევროპაში“. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3840.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 ნოემ. 2011, 21:18 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.