ეკონომიკა: კოვზანაძე: ლარის კურსის გამყარება მათზე აისახა, ვინც ხელფასს ვალუტაში იღებს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოში ზაფხულიდან ინფლაციის დონე მცირდება. ოქტომბერში კი ინფლაციის მაჩვენებელი ყველაზე მინიმალური - 2.3% იყო. რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპის ბანკის წარმომადგენელი, პროფესორი ირაკლი კოვზანაძე ინფლაციის შემცირების მიზეზად ასახელებს იმას, რომ ზაფხული და შემოდგომის პირველი ნახევარი ინფლაციური პერიოდები არ არის. ამასთან ერთად, მისი თქმით, გამყარდა ლარის კურსი და აისახა იმ ადამიანებზე, ვინც ხელფასებს დოლარებში იღებს ან უცხოეთიდან ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული. ასეთი ადამიანი კი, კოვზანაძის თქმით, საკმაოდ ბევრია. პროფესორმა აღნიშნა, რომ ამას ბოსტნეულისა და ხილის ფასების შემცირებაც ემატება, რაც ასევე აისახა ინფლაციის დონის შემცირებაზე. ცნობისთვის: საქართველოს მთავრობა წლის ბოლომდე ინფლაციის ერთნიშნა დონეს პროგნოზირებს და მაჩვენებელს, მაქსიმუმი, 7%-ის ოდენობით ასახელებს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3835.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 ნოემ. 2011, 20:33 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.