ეკონომიკა: ბილ გეითსმა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებს მიმართა | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ სთხოვა გეითსს, წარმოედგინა G20-ის ლიდერების წინაშე მოხსენება ეკონომიკური განვითარების ახალი გზების შესახებ განვითარებული ეკონომიკის მქონე იმ ქვეყნების ბიუჯეტის შემცირების პირობებში, რომლებიც ახლა სახელმწიფო ვალის ზრდით გამოწვეულ კრიზისს ებრძვიან. გეითსმა მოუწოდა G20-ის ქვეყნებს, არ შეწყვიტონ ღარიბი ქვეყნების დაფინანსება და შეახსება, რომ ეს დახმარება მილიარდობით სიცოცხლეს არჩენს. „მსოფლიო თავისი ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას ღარიბი ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების შემცირების ხარჯზე ვერ შეძლებს. ეს მსოფლიო ეკონომიკაში მხოლოდ გამოუსწორებელ ზარალს გამოიწვევს და მსოფლიოში სტაბილურობას დაარღვევს“, - თქვა გეითსმა. აშშ-ის კანონმდებლები ფინანსური დახმარების ბიუჯეტის შემცირებას 8.6 მლრდ დოლარით გეგმავენ. გეითსმა შემოთავაზა ფინანსურ ოპერაციებზე გადასახადის შემოღება, რომელსაც ყოველწლიურად 100 მლრდ-ზე მეტი დოლარის მოტანა შეუძლია. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3827.html
| |||
განათავსა - Drakula | 04 ნოემ. 2011, 19:38 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.