ეკონომიკა: საბერძნეთი შესაძლოა პირველი მერცხალი აღმოჩნდეს ევროკავშირის დაშლაში | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() „ევროზონაში სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა მას მერე, რაც გასულ ორშაბათს საბერძნეთს მთავრობის უფროსმა გეორგიოს პაპანდრეუმ ევროკავშირის დახმარების პროგრამის მიხედვით რეფერენდუმის ჩატარების განზრახვის შესახებ განაცხადა, - შენიშნა მან. - მაშინ ბევრისთვის გახდა აშკარა: საბერძნეთი სასტაბილიზაციო პირობების ფარგლებში იმდენად მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სირთულეებს შეეჯახა, რომ შესაძლებელია მისი ევროზონიდან გამოსვლა“. გასულ ოთხშაბათს, კანში უმაღლეს დონეზე ფრანკო-გერმანული კონსულტაციების დასრულებისთანავე, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროზონის სტაბილურობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მასში ცალკეული ქვეყნის, კერძოდ კი, საბერძნეთის ყოფნა. ნიკოლა სარკოზიმ, თავის მხრივ, შენიშნა, რომ ევროზონამ „იჩქარა“, მიიღო რა თავის რიგებში საბერძნეთი, რომელიც „ევროსთვის მზად არ ყოფილა“. ევროკავშირის ფუძემდებელი შეთანხმებები ევროზონიდან გასვლის პროცედურას არ ითვალისწინებს. ახლა სპეციალისტები ამგვარი ვარიანტის შესწავლას შეუდგნენ. „იტარ-ტასის“ მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის ახალი სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ შეიქმნას მძლავრი თავდაცვითი ფინანსური ხაზი და არ იქნას დაშვებული ბაზრის კრიზისის ორბიტაში იტალიის სუვერენული ობლიგაციების ჩაბმა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3823.html
| |||
განათავსა - Drakula | 04 ნოემ. 2011, 19:34 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.