ეკონომიკა: რეკლამებში იკრძალება გამოყენება ტერმინებისა „სასარგებლო“ და „გამაჯანსაღებელი“ | ![]() | ბიზნესი და ეკონომიკა | |
![]() ამავე დროს, მარკეტოლოგი ალექსანდრე მარგიშვილი აცხადებს, რომ პროდუქციისთვის არასწორი თვისებების მინიჭების შემთხვევა ხშირია. თუმცა, მისივე თქმით, მეზობელი აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთისა და უკრაინის ფონზე საქართველოში ამ თვალსაზრისით მდგომარეობა უკეთესია. მარგიშვილი ცალკე საუბრობს იმ შემთხვევებზეც, რომლებიც მედიკამენტების ბაზარზე არსებობს, სადაც, მისი თქმით, იმპორტირებული პროდუქციის შეფუთვაზე ქართული თარგმანი ხშირად დამახინჯებულია, ან რამდენიმე წინადადება საერთოდ არ არის. მისივე თქმით, ფარმაცევტული კომპანიები ძირითადად თავს არიდებენ იმ წინადადებების გადათარგმნას, რომლებიც მომხმარებლებს მნიშვნელოვან გაფრთხილებას აძლევს. მარგიშვილის თქმით, ეს შემთხვევით არ ხდება და აშკარაა, რომ კომპანიები ასეთ ხრიკს პროდუქციის უკეთ გაყიდვის მიზნით მიმართავენ. „მედიკამენტების ფონზე საკვებ პროდუქტებში მდგომარეობა მნიშვნელოვნად უკეთესია. ხორცპროდუქტების ბაზარზე მსგავსი პრობლემა ნაკლებია, თუმცა, აქ სხვა ხელის შემშლელი პრობლემები არსებობს, როგორებიცაა ფასი ან ხარისხის ერთგვაროვნება. მსგავსი სიტუაცია რძის პროდუქტების სექტორშიც აღინიშნება“, - ამბობს ექსპერტი. საერთო მდგომარეობის შეფასების დროს მარგიშვილი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში სასურსათო ბაზარზე გარკვეული პროგრესი შეინიშნება. რამდენიმე მცირე ფირმა, რომელიც შეფუთვის დროს სტანდარტებს არ იცავდა, საერთოდ წავიდა ბაზრიდან, ზოგიერთმა კი მდგომარეობა გამოასწორა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3813.html
| |||
განათავსა - Drakula | 03 ნოემ. 2011, 20:29 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.