პოლიტიკა: სააკაშვილი იმედოვნებს, რომ მსო-სთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ლოგიკურ დასასრულამდე მივა | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() „ჩვენ ყოველთვის გვსურდა ამ პროცესის კონტროლირება საკუთარი ძალებით, ან საერთაშორისო მონიტორინგის ხელშეწყობით, და სწორედ ამ საკითხს არეგულირებს მსო. ჩვენ ამას რუსეთს თავდაპირველად ვთავაზობდით, მაგრამ ღია აგრესიის შემდეგ ამაზე ლაპარაკსაც კი არ ჰქონდა აზრი, მაგრამ მსო-ის მიხედვით მოლაპარაკებებმა და ყველა მხარის ძალისხმევებმა ეს შესაძლებელი გახადა“, - აღნიშნა მან. საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს დღეებში ეს საკითხი „ლოგიკურ დასასრულამდე“ მივა. „დრო შეზღუდულია, რადგან რამდენიმე დღეში საბოლოო გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. საქართველომ, შვეიცარიამ და ევროკავშირმა შეთანხმების კომპრომისული ვარიანტი შეიმუშავეს და ახლა ყველაფერი რუსეთზეა დამოკიდებული. მას არსებული დოკუმენტის მიხედვით გადაწყვეტილების მიღება მოუწევს“, - ხაზი გაუსვა მან. მსო-სთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის წევრებთან გამართულ შეხვედრას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი გიორგი ბოკერიაც ესწრებოდა. შვეიცარიის მიერ შემუშავებულ შეთანხმების საბოლოო ვარიანტზე რუსეთმა პასუხი 9-10 ნოემბრის შეხვედრაზე უნდა მისცეს. დადებითი პასუხის შემთხვევაში, მსო-ს 153 წევრი ქვეყნის მინისტერიალზე, რომელიც 15 დეკემბერს გაიმართება, მიღებულ იქნება გადაწყვეტილება ამ ორგანიზაციაში რუსეთის წევრობის შესახებ. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3805.html
| |||
განათავსა - Drakula | 03 ნოემ. 2011, 20:23 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.