პოლიტიკა: ძიძიგური: ბიძინა ივანიშვილის პრეს-კონფერენცია პოლიტიზირებული იყო | საქართველოს ამბები | ||
ბიძინა ივანიშვილის პრეს-კონფერენცია ყველაზე პოლიტიზირებული იყო იმ პრეს-კონფერენციებს შორის, რომელიც თავისი ცხოვრების მანძილზე „ეროვნული საბჭოს“ ლიდერს ზვიად ძიძიგურს უნახავს. „საზოგადოებისათვის საინტერესო ყველა შეკითხვა არ დასმულა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მანდ მისულ ჟურნალისტების უმეტესობას სამთავრობო პროპაგანდის შესაბამისი შეკითხვები უნდა დაესვა. შეკითხვები ყოვლისმომცველი არ ყოფილა. ეს იმ ბრიფინგებს შორის ყველაზე პოლიტიზირებული იყო, რომლებიც ცხოვრებაში მინახავს. პრეს-კონფერენცია ცალმხრივი გამოვიდა, ვინაიდან განხილული არ იყო კონკრეტული საკითხები იმაზე, თუ როგორი ტიპის სოციალური პროგრამა აქვს მას, როგორი ტიპის ბიზნესს გეგმავს აქ, როგორი ტიპის პოლიტიკური ორგანიზაცია უნდა შეიქმნას“, - თქვა ძიძიგურმა. გუშინ, 1 ოქტომბერს, გაიმართა ბიძინა ივანიშვილის პირველი პრეს-კონფერენცია, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაიცემოდა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3800.html
| |||
განათავსა - Drakula | 02 ნოემ. 2011, 19:14 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.