პოლიტიკა: გია ცაგარეიშვილი: ზოგიერთი ჟურნალისტი ბიძინა ივანიშვილის პრეს-კონფერენციის ჩაშლას ცდილობდა | საქართველოს ამბები | ||
ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პრეს-კონფერენციაზე დასმულ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი მისცა, იტყობინება “GHN“. „ბიძინა ივანიშვილმა მნიშვნელოვანი ინიციატივები გააჟღერა. მან განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისა და უმრავლესობაში მოსვლის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გეგმავს. მთელი ბრიფინგის მანძილზე წითელი ხაზი იყო აშკარად დაუფარავი სურვილი იმისა, რომ უნდა ჩატარდეს არჩევნები და ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით უნდა მოხდეს“, - თქვა ცაგარეიშვილმა “GHN“-თან საუბრის დროს. მისი თქმით, ნებისმიერ პრეს-კონფერენციაზე არის ორი თანამონაწილე - რესპონდენტი და ჟურნალისტი. „ჩვენ დავინახეთ რესპონდენტი, თუმცა, სამწუხაროდ, ზოგიერთი ჟურნალისტის გამო, რომლებსაც ხელისუფლებები მართავენ, არ დაისვა ბევრი შეკითხვა, რომელიც ქართულ საზოგადოებას აინტერესებდა. აშკარა იყო, რომ ზოგიერთი მართვადი ჟურნალისტი ბრიფინგის ჩასაშლელად მოვიდა“, - თქვა დეპუტატმა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3799.html
| |||
განათავსა - Drakula | 02 ნოემ. 2011, 19:13 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.