საზოგადოება: საქართველოში წლის ყველაზე პოპულარული სახელებია მარიამი და ნიკოლოზი | საქართველოს ამბები | ||
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, წლის ყველაზე პოპულარული სახელებია მარიამი და ნიკოლოზი. მაგრამ წლების განმავლობაში იმ სახელებს შორის, რომლებსაც ბავშვებს არქმევენ, პირველობას გიორგი და ნინო იკავებდნენ. სააგენტოს მონაცემებით, 2011 წლის ყველაზე პოპულარული მამაკაცის სახელებია ნიკოლოზი (2629), გიორგი (2518), ლუკა (1563), საბა (1492), დავითი (1210), ალექსანდრე (1092), ანდრია (888), მათე (516) და ა. შ. წელს ყველაზე პოპულარული ქალთა სახელებია მარიამი (3545), ნინო (1828), ანა (1776), ელენე (1289), ანასტასია (1241), ბარბარე (1181), ლიზა (964), ნია (507), თამარი (487) და ა. შ. სააგენტოს მონაცემებით, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ყველაზე პოპულარული მამაკაცის სახელებია გიორგი, დავითი, ზურაბი, ალექსანდრე, ლევანი, თეიმურაზი, ნიკოლოზი, მიხეილი, თამაზი, ირაკლი და ა. შ. ქალთა სახელებს შორისაა ნინო, თამარი, მარინე, მარიამი, ლია, მაია, ქეთევანი, ანა, ნანა, თინათინი და სხვ. ასევე საინტერესოა იშვიათი სახელები, რომლებიც სამოქალაქო რეესტრმა დაარეგისტრირა. ესაა იანძი, კუსა, ლიტბერგი, მამალი, თავადი, თადეუსი, ტანზილა, მამისავარი, მამილო, მამლუკი, მანიაკი, მანილა, მგელი, რუსი, ცაცია, ჭიჭანტალა, ხუმარა, მილიარდი, სამძიმარა, ვებერთელა, მხედარი, ვინარი, კუკუშა, ედემი, პუნჩა, ფიზიკა, პელე, გარინჩა, ნიუტონი, სევდაგული, ფემისტოკლე, კეკლუცა, ნექტარი, ლამაზი, ვარგისო, მოქეიფე და სხვ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3716.html
| |||
განათავსა - Drakula | 22 ოქტ. 2011, 21:08 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.