პოლიტიკა: გაბაშვილი: ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში ბევრი შეუსაბამობაა | საქართველოს ამბები | ||
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს გიორგი გაბაშვილს მიაჩნია, რომ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუში ბევრი შეუსაბამობაა. როგორც გაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ინტერვიუსთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ძალიან რთულია, რადგან იგი „ძალიან ქაოსურია“ და მასში ბევრი შეუსაბამობაა. „როგორც ჩანს, მისი პოლიტიკური პოზიცია ჯერ არ ჩამოყალიბებულა. მას მხოლოდ ერთი რამ აქვს გარკვეული - საქართველო აგვისტოს ომზეა პასუხისმგებელი და წლების განმავლობაში შეცდომებს უშვებდა. აღმოჩნდა, რომ რუსეთი საქართველოს გამონათქვამებზე გაღიზიანების გამო დაესხა თავს. ეს არასერიოზული მსჯელობაა და ჩვენ ეს ოპოზიციისაგან ბევრჯერ გვსმენია. რაც შეეხება ივანიშვილის პერსონას, უმჯობესი იქნებოდა, რომ იგი იმ პროგრამების ფარგლებში დარჩენილიყო, რომლებსაც აფინანსებდა და არ გამხდარიყო პროროსული პროექტი. რაც შეეხება მის წარმოდგენას პოლიტიკასა და იმაზე, რომ პუტინი დემოკრატი გახდება, ეს არასერიოზული მსჯელობებია, ამიტომ უფრო ვრცელი კომენტარის გაკეთება არ შემიძლია“, - თქვა გაბაშვილმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3715.html
| |||
განათავსა - Drakula | 22 ოქტ. 2011, 21:07 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.