პოლიტიკა: ბიძინა ივანიშვილი: საქართველოს ახალ მთავრობაში ვანო მერაბიშვილისთვის ადგილი არ არის | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() ამის შესახებ მან ჟურნალისტ ია ანთაძისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში განაცხადა. „ამ კითხვას ადრეც მისვამდნენ - იგულისხმება თუ არა მერაბიშვილი მთავრობაში? აშკარაა,რომ არა. ბუნებრივია, ეს არ მქონდა მხედველობაში, როდესაც მერაბიშვილს მივმართე. ამჟამინდელი ხელისუფლების საკვანძო ფიგურები ახალ მთავრობაში არ იგულისხმებიან. მათ თავად სააკაშვილს დათვური სამსახური გაუწიეს და დიდი წვლილი შეიტანეს იმ პრობლემებში, რომლებიც დღეს გვაქვს“, - აღნიშნა ივანიშვილმა. ამავდროულად, მან მერაბიშვილთან თავისი მიმართვის აზრი განმარტა. „მერაბიშვილთან ჩემი მიმართვის აზრი იმაში მდგომარეობდა, რომ თუ ისინი სწორად მოიქცევიან და კანონის ფარგლებში არჩევნებამდე დარჩებიან - რისი დიდი სურვილი მაქვს - მათ ექნებათ შესაძლებლობა, თუნდაც პოლიტიკური პარტია შექმნან, ან იყვნენ ბიზნესში, ან კიდევ რაიმე მოიფიქრონ. მაგრამ ისინი ჩვენს მთავრობაში არ იქნებიან“, - თქვა მან. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3704.html
| |||
განათავსა - Drakula | 21 ოქტ. 2011, 19:43 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.