პოლიტიკა: იორდანიის ხელისუფლება გადადგა | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() ჰასვანი 2000 წლიდან გაეროს საერთაშორისო სასამართლოს თანამშრომელი იყო. ამის გარდა, იგი სამეფო სასამართლოს თავმჯდომარეც იყო და 1994 წელს ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარკებებისას იორდანიის მრჩევლად გამოდიოდა. მას ამჯერად ახალი ხელისუფლების ფორმულირება მოუწევს. მურად ალ–ბახიტის მინისტრთა კაბინეტს შიდა პოლიტიკური პრობლემების გადაუწყვეტელობის გამო ხშირად აკრიტიკებდნენ, მათ შორის შედის ქვეყნის მუნიციპალური არჩევნებისათვის მზადებაც, რომელიც 2011 წლის ბოლოსთვის იყო დანიშნული. ამის გარდა, მეფე აბდალა მეორემ დაზვერვის მეთაური "მუკაბარატი"– მუჰამედ ალ–რაკადა გაათავისუფლა და მის ადგილას ფაისალ ალ–შობაკი დანიშნა. ალ–რაკადი უწყებას 2008 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა,ამის შესახებ Ammon News იუწყება. ახალი მეფის ბრძანების თანახმად, მან გენერალის წოდება მიიღო და სენატის წევრად დაინიშნა. იანვრის ბოლოს იორდანიაში ,ტუნისის, ეგვიპტისა და იემენის კვალდაკვალ, სახალხო გამოსვლები დაიწყო. ისინი მაშინდელი პრემიერ–მინისტრის სამირ რიფაის გადადგომას ითხოვდნენ, რომელიც მთავრობას 2009 წლიდან ხელმძღვანელობდა. მეფეს პროტესტანტებისთვის დათმობა მოუწია და მან ახალი პრემიერი დანიშნა და ქვეყანაში რეფორმების გატარებას დაჰპირდა. წყარო - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3666.html
| |||
განათავსა - consul | 17 ოქტ. 2011, 19:33 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.