პოლიტიკა: ნათელაშვილი: "ივანიშვილი აშშ-ს პროექტია" | საქართველოს ამბები | ||
ლეიბორისტული პარტიას მიაჩნია, რომ ბიზნმესმენი ბიძინა ივანიშვილი აშშ-ს პროექტია. როგორც დღეს, პრესს-კონფერენციაზე პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში საქართველოს საგარეო პოლიტიკა ისევ ნატოსა და ამერიკაზე ორიენტირებული დარჩება, რაც აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების შანს გამორიცხავს და საქართველოს დაშლის პროცესს გააღრმავებს. "მას შემდეგ, რაც ამერიკამ და პირადად ბუშმა სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლა და ვარდების რევოლუცია მოაწყო, სრულიად გაკოტრდა და კრახით დასრულდა პოლიტიკური ტრაგიკომედია. ვაშინგტონმა, რომლის კოლონიასაც ჩვენ წარმოვადგენთ, ტრადიციულად, ზომები მიიღო ეროვნული ძალების და პირველ რიგში ლეიბორისტული პარტიის ხელისუფლებაში დაუშვებლობასთან დაკავშირებით. მათ იციან თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ჩვენი ერს მდიდარი ადამიანებისადმი და ამიტომაც იპოვეს "სოროსი 2", ქართული გვარით-ივანიშვილი, რომელიც ყოველთვის იყო რეჟიმის ფინანსური მხარდამჭერი და რომლის მილიარდებიც ამერიკისა და ევროპის ბანკებში ინახება, რაც მისდამი სრული მორჩილების გარანტიას წარმოადგენს"-აღნიშნა ნათელაშვილმა. მისი თქმით, ხალხისათვის წართმეული ქონება ისევ მმართველი კლანის ხელთ აღმოჩნდება, ძალაუფლება ისევ მმართველ ელიტას დარჩება, ხოლო საგარეო პოლიტიკა ისევ ნატოსა და აშშ-ზე ორიენტირებული დარჩება, რაც აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებას გამორიცხავს. "2003 წლის შედეგად, როდესაც ქართველმა ერმა მე არ დამიჯერა და სააკაშვილი-მერაბიშვილის გზით წავიდა,ჩვენ დაშლილი ქვეყანა მივიღეთ."-განაცხადა ნათელაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ დღეს მაინც, "ჩვენი საზოგადოების ნაწილი ქვეყანას არ გაყიდის ფულზე, ხოლო ივანიშვილს კი მე კიდევ ერთხელ ვიწვევ პირდაპირ სატელევიზიო დებატებში." წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3665.html
| |||
განათავსა - consul | 17 ოქტ. 2011, 19:32 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.