საზოგადოება: ჩავესს ორი წლის სიცოცხლე დარჩა | მსოფლიოს ამბები | ||
ონკოლოგიური დაავადება, რომელიც ვენესუალეს პრეზიდენტს უგო ჩავესს აღმოაჩნდა, დაავადებულს მკურნალობის მიუხედავად იმედს არ უტოვეს. დიაგნოზის თანახმად, იგი ორი წლი იცოცხლებს. ამის შესახებ მექსიკური გამომცემლობისთვის "Milenio Semanal-სთვის" მიცემულ ინტერვიუში ჩავესის მკუნალმა ქირურგმა, სავადორ ნავარეტიმ განაცხადა. "ვფიქრობ, რომ ჩავესის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პროგნოზი არც თუ ისე კარგია. მე როდესაც ასე ვამბობ, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი დაახლოებით ორ წელს იცოცხლებს"-განაცხადა ქირურგმა, რომელიც 2002 წლიდან ჩავესის მკუნალობით დაკავებულ მედიკოსთა რიცხვს მიეკუთვნება. "ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც მე მისი ოჯახის წევრებისგან მაქვს, ჩავესს სიმსივნე ან სარკომა მენჯის არეში აქვს, სწორედ ამიტომაც არსებობს მის მკურნალობაში ასეთი აგრესიული ქიმიოთერაპია"-განაცხადა ქირურგმა. ნავარეტის ინტევიუ იმ დღეს გამოვიდა, როდესაც ჩავესი კუბაში კიდევ ერთი გამოკვლევის ჩასატარებლად გაფრინდა. თავად ვენესუელას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შემოწმებაზე მიდის და დააზუსტა, რომ ოთხი თვის წინ მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, ამის შესახებ "რია ნოვოსტის" კორესპონდენტი მეხიკოდან იუწყება. "მადლობა ღმერთს, მე ახლა მთელი და ხელუხლებელი ვარ და ფეხზე ვდგავარ"-განაცხადა ჩავესმა. ექმიმმა ნავარეტიმ ვენესუელას საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის გადმოტანა ჩავესის ჯანმრთელობის ნეგატიური პროგნოზით ახსნა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3664.html
| |||
განათავსა - consul | 17 ოქტ. 2011, 19:32 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.