პოლიტიკა: მესაროში: არანაირი „თუ“ ან „მაგრამ“ არ არსებობს. საქართველო აუცილებლად გახდება ნატოსწევრი | საქართველოს ამბები | ||
ნატოს საინფორმაციო ცენტრის თბილისის ოფისში შედგა ვიდეოხიდი ალიანსის შტაბ-ბინასთან ბრიუსელში. ქართული მხრიდან მასში მონაწილეობდნენ ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სტუმრები, რომლებსაც შეკითხვების დასმა შეეძლოთ ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებში პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ნატოს სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის დამხმარესთვის ქრისტიან მესაროშისთვის. ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენლება კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დამოკიდებულება საქართველოს წევრობის მიმართ ნატოში. რაც შეეხება საქართველოს ნატოში შესვლის საკითხს, მესაროშმა განაცხადა, რომ „არანაირი „თუ“ ან „მაგრამ“ არ არსებობს. საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და ეს მხოლოდ ამ მიმართულებით საქართველოს მიზანდასახულობაზე, ასევე ნატოს 28 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული“. ვიდეოჩართვის შემდეგ ქრისტიან მესაროშმა მადლობა გადაუხადა დამსწრეებს საინტერესო შეკითხვებისთვის და საქართველოს წარმატებები უსურვა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3655.html
| |||
განათავსა - Drakula | 15 ოქტ. 2011, 22:08 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.