ეკონომიკა: საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ქართული ბანკების კლიენტთა კონფიდენციალური ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() გარდა ამისა, ეროვნული ბანკი ვალდებული იქნება, ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან და მიაწოდოს მათ მიღებული ინფორმაცია, რითაც ხელს შეუწყობს ფულადი სახსრების უკანონო ლეგალიზაციის აღკვეთას. კანონპროექტი ოპოზიციურმა ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატებმა“ გააპროტესტა. „მიმაჩნია, რომ ეს შესწორებები მიმართულია საბანკო საშუალებების სრულ, ტოტალურ კონტროლზე“, - განაცხადა ფრაქციის წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ და აღნიშნა, რომ ეს შესწორებები კომერციული ბანკების მიმართ ნდობას არყევს. საპასუხოდ კანონპროექტის ავტორმა, დეპუტატმა კახა ანჯაფარიძემ განაცხადა, რომ შესწორებები ქვეყანაში კრიმინალის შემცირებისკენ არის მიმართული. „21-ე საუკუნეში არ შეიძლება კრიმინალთან ბრძოლის კითხვის ქვეშ დაყენება. ამგვარი კანონი ქველა ქვეყანაში არსებობს“, - აღნიშნა ანჯაფარიძემ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3652.html
| |||
განათავსა - Drakula | 14 ოქტ. 2011, 23:32 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.