ეს საინტერესოა: სოციოლოგებმა ლამაზი ქალების მერკანტილურობა დაამტკიცეს | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() ეკონომისტ პიერ-ანდრე ჩიაპორის თქმით, მარტოხელა ადამიანები, რომლებიც მეორე ნახევარს ეძებენ, სხვა ადამიანს ორ მომენტზე - ფიზიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ მიმზიდველობაზე დაყრდნობით ირჩევენ. სხვა ფაქტორები, როგორებიცაა იუმორის გრძნობა, კეთილი გული, ნაკლებ როლს თამაშობს. მისმა 667 ამერიკული წყვილის ანალიზმა აჩვენა: მამაკაცები და ქალები უპირატესობას ანიჭებენ ტანად, მდიდარ ადამიანებს. მაგრამ მამაკაცებს, რომლებსაც მიმზიდველი გარეგნობა არა აქვთ, ამის კომპენსირება შეუძლიათ ფულით, ხოლო ქალებს - განათლებულობით. ასე, იმისათვის, რომ იპოვოს მიმზიდველი პარტნიორი ქალი, სხეულის მასის ინდექსის 10%-ით ყოველ გაზრდაზე მამაკაცმა წლიური შემოსავალი 2%-ით უნდა გაზარდოს. „გამოდის, რომ 180 სანტიმეტრი სიმაღლის, 80 კილოგრამი წონისა და წელიწადში 100000 დოლარის ოდენობის შემოსავლის მქონე მამაკაცმა 2000 დოლარით მეტის გამომუშავება უნდა დაიწყოს, თუ დაახლოებით 9 კილოგრამით მოიმატებს. ხოლო თუ 170 სანტიმეტრის სიმაღლისა და 65 კილოგრამის წონის ქალბატონი სამი კილოგრამით გასუქდება, მან კიდევ ერთი წელი უნდა ისწავლოს, რათა მიიღოს კვალიფიკაცია და მიმზიდველი რჩებოდეს“, - განმარტავს ჩიაპორი, რომლის სიტყვებიც The New York Post-ს მოჰყავს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3630.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 ოქტ. 2011, 19:18 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.