კრიმინალი: უკრაინის ექს-პრემიერ იულია იმოშენკოს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს | მსოფლიოს ამბები | ||
უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ასეთია სასამართლოს განაჩენი, იტყობინება “GHN“. კიევის პეჩერის რაიონულმა სასამართლომ სამშაბათს, 11 ოქტომბერს, უკრაინის ექს-პრემიერ იულია ტიმოშენკოს 2009 წელს რუსეთის ფედერაციასთან გაზის კონტრაქტების ხელმოწერისას უფლებამოსილებების გადამეტებისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, გადმოსცემს РИА Новости. უკრაინის გენერალურ პროკურატურას მიაჩნია, რომ ტიმოშენკომ 2009 წელს რუსეთის ფედერაციასთან არახელსაყრელ გაზის კონტრაქტებს მოაწერა ხელი, რათა 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ საკუთარი იმიჯი გაეუმჯობესებინა. არჩევნებში იგი დამარცხდა. სახელმწიფო ბრალდება თხოვდა სასამართლოს, რომ ექს-პრემიერისთვის შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3628.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 ოქტ. 2011, 19:17 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.