კრიმინალი: საქართველოს 12 მოქალაქე მეკობრეებმა დაატყვევეს | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს 12 მოქალაქე მეკობრეების მიერ ნოგერიაში დაპყრობილ გემზე იმყოფება, რომელიც კომპანია "შიპ მენეჯმენტ ბალტიას" ეკუთვნის. მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი გემი " კიპ ბერდი" მეკობრეებმა ნიგერიის სანაპიროსთან რამოდენიმე დღის წინ დაატყვევეს. გემზე სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. კომპანია "შიპ მენეჯმენტ ბალტიაში" აცხადებენ, რომ მეზღვაურების მდგომარეობა ნორმალურია და ისინი მეკობრეებთან ურთიერთობებს ინარჩუნებენ. კომპანიის ინფრომაციის თანახმად, რომელიც მათ საქრათველოს საზღვაო დეპარტამენტს წარუდგინეს, მეზღვაურების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე 15 ქართველი მეზღვაური სომალელი მეკობრეების ტყვეობაში იმყოფება. ისინი უკვე ერთ წელზე მეტია რაც ტყვეობაში იმყოფებიან და ჯერჯერობით მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3626.html
| |||
განათავსა - consul | 11 ოქტ. 2011, 19:15 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.