მეცნიერება-ტექნოლოგიები: iPhone 4S Apple-სგან ყველა რეკორდს ხსნის | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() iPhone 4S-ზე წინასწარ შეკვეთები 2011 წლის 7 ოქტომბერს გაიხსნა. გაჯეტის გაყიდვები 2011 წლის 14 ოქტომბერს დაიწყება აშშ-ში, ავსტრალიაში, კანადაში, საფრანგეთში, გერმანიაში, იაპონიასა და დიდ ბრიტანეთში. ოქტომბრის ბოლოსთვის iPhone 4S კიდევ 22, ძირითადად ევროპული ქვეყნების ბაზრებზე შემოვა. Apple-მა განახლებული ვერსია iPhone 4S 2011 წლის 4 ოქტომბერს წარმოადგინა. Apple-ის ანალიტიკოსები და ფანატები მოელოდნენ, რომ კომპანია მეხუთე თაობის პრინციპულად ახალ „აიფონს“ აჩვენებდა, თუმცა Apple iPhone 4-ის ღრმა მოდერნიზაციით შემოიფარგლა. კერძოდ, ახალი სმარტფონი მუშაობს ორბირთვიან პროცესორზე A5, აღჭურვილია 8-მეგაპიქსელიანი კამერით, მოიცავს ხმოვანი მართვის ტექნოლოგიას Siri და „ღრუბლოვან“ სერვისს iCloud. 5 ოქტომბერს გარდაიცვალა Apple-ის დამფუძნებელი სტივ ჯობსი. სმარტფონი iPhone 4SApple-ის ბოლო პროდუქცია, რომელიც ს. ჯობსის სიცოცხლისას შემუშავდა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3623.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 ოქტ. 2011, 19:12 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.