საზოგადოება: ევროპას სამედიცინო პერსონალის მიგრაცია ემუქრება | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() ევროპის კომისიის ექსპერტთა აზრით, განსაკუთრებით რთულ ვითარებაში შესაძლოა აღმოჩნდეს ნაკლებად შეძლებული ქვეყნები, ვინაიდან უფრო მდიდარი სახელმწიფოები მათგან კვალიფიციურ კადრებს „გამოწოვენ“. როგორც ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის დარგში მსოფლიო ბანკის პოლიტიკის სტრატეგიული საკითხების მრჩეველმა არმინ ფიდლერმა თქვა, ამჟამად დიდ ბრიტანეთში ჯანდაცვის სისტემაში უცხოეთიდან მიგრირებული ექიმების 47 პროცენტი მუშაობს, მაშინ, როცა, მაგალითად, პოლონეთში ასეთი ექიმების წილი მხოლოდ 3 პროცენტს შეადგენს. მისი თქმით, რუმინეთი ყოველწლიურად თავისი მედიკოსების 10 პროცენტზე მეტს კარგავს, რომლებიც სამუშაოდ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მიემგზავრებიან. „მაგალითისათვის, საერთო პროფილის ნებისმიერ რუმინელ სამედიცინო მომუშავეს საფრანგეთში 10-ჯერ მეტის გამომუშავება შეუძლია, ვიდრე სამშობლოში, - გააგრძელა ფიდლერმა, - და ამ თვალსაზრისით მიგრაციული ნაკადების მიმართულების წინასწარ განსაზღვრა სავსებით შესაძლებელია“. ამას გარდა, როგორც მან დაამატა, მიგრაციის მიზეზი არა მხოლოდ ფულია, არამედ შრომის პირობები, პროფესიული ზრდის პერსპექტივები, მრავალი საყოფაცხოვრებო პრობლემის არარსებობა. „არ შეიძლება ადამიანებისათვის ცხოვრების უკეთესი პირობების ძებნაში დაბრკოლებების შექმნა, - მიაჩნია ფიდლერს. - ამასთან, სამედიცინო პერსონალის მიგრაციას ზოგჯერ გარკვეული უპირატესობებიც აქვს. ასე, ასობით ათასი ფილიპინელი დღესდღეობით ავადმყოფებს მთელი მსოფლიოს გარშემო უვლის და ფულს სამშობლოში ოჯახებს უგზავნის. ამით ისინი არა მხოლოდ ნათესავებსა და ახლობლებს ეხმარებიან, არამედ სერიოზული ეკონომიკური ფაქტორის როლში გამოდიან, ვინაიდან საკუთარ ქვეყანას უცხოეთიდან მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაში უწყობენ ხელს“. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3619.html
| |||
განათავსა - Drakula | 10 ოქტ. 2011, 18:53 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.