პოლიტიკა: სარკოზი: ჩვენ შევძელით ომის შეჩერება, მაგრამ ნამდვილი მშვიდობა ჯერ კიდევ შორსაა | საქართველოს ამბები | ||
საფრანგეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობს მხარს უჭერს და ელოდება ხელმოწერილი შეთანხმებების შესრულებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ პარასკევს, 7 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედაზე საჯარო გამოსვლის მსვლელობაში ათობით ათასი შეკრებილის თანდასწრებით. „საფრანგეთი არსებულ შედეგებს არ შეეგუა. მე აქ ვარ და საზეიმოდ ვადასტურებს, რომ საფრანგეთი საქართველოს სუვერენტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. მე ვადასტურებს ჩემს ვალდებულებას, თვალი ვადევნო ხელმოწერილი შეთანხმებების შესრულებას, რომლებიც პასუხისმგებლობას ყველა მხარეს აკისრებს“, - თქვა სარკოზიმ. სარკოზის თქმით, ქართველ ხალხს უფლება აქვს, დამოუკიდებლად აირჩიოს თავისი გზა და მოკავშირეები. მან გაიხსენა თავისი ჩამოსვლა თბილისში 2008 წლის აგვისტოში, როდესაც პარლამენტის წინაშე ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. „სამი წლის შემდეგ საქართველოში რჩებიან ლტოლვილები და სტრატეგიული ლოგიკისა და აღებული ვალდებულებების მიუხედავად სამხედრო ძალები აქ რჩებიან, ამასთან კიდევ უფრო გაიზარდნენ“, - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა. „ჩვენ შევძელით ომის შეჩერება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნამდვილი მშვიდობა დავამყარეთ“, - თქვა სარკოზიმ და ხაზი გაუსვა, რომ ვითარების სტაბილიზაციისთვის თავის ძალისხმევებს არ ტოვებს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3603.html
| |||
განათავსა - Drakula | 08 ოქტ. 2011, 19:25 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.