პოლიტიკა: საყვარელიძე: ევრაზიის კავშირის შექმნის იდეა ნერვებისთვის ახალი გამოცდა იქნება | საქართველოს ამბები | ||
ევრაზიის კავშირის შექმნის იდეა იქნება ნერვების ახალი გამოცდა ყველასთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც, - ამის შესახებ onlinenews.ge-ს პოლიტილოგმა რამაზ საყვარელიძემ განუცხადა. მისი თქმით, პუტინს ანალოგიური ინიციატივები ადრეც ჰქონდა. „პუტინის მიერ წარმოდგენილი მოდელები ყოველთვის ითვალისწინებდა რუსეთის როგორც დომინანტის როლს. ეს მოდელები განვითარებული არ ყოფილა. ახლა ეს ამ ინიციატივაში ჩადებულ კონკრეტულ მომენტებზე არის დამოკიდებული“, - აცხადებს საყვარელიძე. საყვარელიძე საშიშად მიიჩნევს პუტინის ფრაზას მიამიტური მისწრაფების შესახებ აღდგენილ ან რესტავრირებულ იქნას ის, რაც წარსულშია, ხოლო ევრაზიის კავშირის შექმნა არაა საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობა. „ეს ფრაზა საშიშია, იმიტომ რომ, როდესაც ადამიანი რაიმე ვერსიას თავს არიდებს, ყოველთვის ჩნდება ეჭვები, რომ სწორედ ეს კონკრეტული იდეაა ჩადებული მითითებულ ვერსიაში“, - ირწმუნება საყვარელიძე. პოლიტილოგის თქმით, თუ რუსეთი საკუთარ თავზე ამ კავშირში დომინირებად როლს აიღებს, ნაკლებსავარაუდოა, რომ საქართველო მასში გაწევრიანების პერსპექტივების განხილვას შეუდგება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3592.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 ოქტ. 2011, 19:20 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.