ეკონომიკა: ქართველმა მწარმოებლებმა რუსულ ბაზარს „არა“ უთხრეს | ![]() | ბიზნესი და ეკონომიკა | |
![]() ასეთივე განცხადებას აკეთებს „თელავის ღვინის მარნის“ დირექტორი ზურაბ რამაზაშვილი. მისი თქმით, „როსპოტრებნადზორის“ ნებისმიერი განცხადება რუსულ ბაზარზე ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლების დაბრუნების შესახებ პოლიტიკური თამაშია. როგორც რამაზაშვილი აღნიშნავს, 2006 წელს ქართულ ღვინოებსა და მინერალურ წყლებზე შემოღებული ემბარგოს შემდეგ რუსულ მხარეს არა ერთხელ გაუკეთებია განცხადება მისი მოხსნის შესახებ, თუმცა, ქართულ მხარეს, მათ შორის ღვინის ასოციაციას, „როსპოტრებნადზორთან“ მოლაპარაკებები არასდროს უწარმოებია. მინერალური წყლის - „ბორჯომის“ მწარმოებელ კომპანია IDS Borjomi International-ში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები აზრს მოკლებულია და ისინი მხოლოდ რუსეთის ნებართვას ელიან. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე მათ ინფორმაცია რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების შესახებ არა აქვთ. შეგახსენებთ, რომ „როსპოტრებნადზორის“ უფროსი სისტემატიურად მოუწოდებს ქართულ ბიზნესს, დაიწყოს მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან რუსულ ბაზარზე დაბრუნების თაობაზე. განცხადებათა არსი იმაშია, რომ „როსპოტრებნადზორი“ მზადაა, გააუქმოს ემბარგო, მაგრამ ამისათვის ქართულმა კომპანიებმა თავიანთი დანაშაული უნდა აღიარონ. ამავდროულად, თავის განცხადებებში უწყების უფროსს გენადი ონიშენკოს არა ერთხელ მიუყენებია შეუარაცხყოფა საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3585.html
| |||
განათავსა - Drakula | 06 ოქტ. 2011, 20:27 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.