პოლიტიკა: ლ. ბერძენიშვილი: ბიზნესმენებს ქვეყნის პოლიტიკური სპექტრის შეცვლის შესაძლებლობა არ აქვთ | საქართველოს ამბები | ||
ამბავი იმაზე, რომ ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური პარტიის შექმნა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა, მოულოდნელი არ ყოფილა „რესპუბლიკელ“ ლევან ბერძენიშვილისთვის. როგორც ბერძენიშვილმა „IPN“-ს განუცხადა, ისინი, ვინც ბევრი ფული მოიპოვა, ყოველთვის ავლენდნენ პოლიტიკაში წასვლის სურვილს. „ჩემი აზრით, პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა დაახლოებით იგივე იქნება, როგორიც ნებისმიერი სხვა ქართველი ბიზნესმენის მონაწილეობა. ეს სპეციფიკური სქემაა. ახალი პოლიტიკური ფიგურა ხმათა გარკვეულ რაოდენობას მიიღებს, მაგრამ ბიზნესმენებს შესაძლებლობა არა აქვთ, ითამაშონ გადამწყვეტი როლი და ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი შეცვალონ“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა. ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის პოლიტიკურ პარტიას ქმნის. „გადავწყვიტე პოლიტიკური პარტიის შექმნა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა“, - ეს გახლავთ ნაწყვეტი ბიზნესმენის განცხადებიდან, რომელიც „ქართუ ჯგუფის“ პრეს-სამსახურმა გაავრცელა. როგორც „IPN“-ს პრეს-სამსახურში შეატყობინეს, ტექსტის სრული ვერსია 7 ოქტომბერს გამოქვეყნდება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3572.html
| |||
განათავსა - Drakula | 05 ოქტ. 2011, 18:50 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.