პოლიტიკა: რამაზ საყვარელიძე: პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლა მოულოდნელობა არ ყოფილა | საქართველოს ამბები | ||
ცნობილი ქართველი ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის შესახებ მოულოდნელობა არ არის, მიაჩნია ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს, იტყობინება “GHN“. „ბოლო დროს გავრცელდა მისი წერილი, რომელიც საზოგადოებამ პოლიტიკურ წერილად მიიჩნია. იგი შეფასებას აძლევდა თანამედროვე პოლიტიკურ პროცესებს. ასე რომ, მისი მოსვლა პოლიტიკაში მოულოდენლობა არ ყოფილა. რაც შეეხება მის შანსებს და რამდენად რეალურია მისი ჩართვა პოლიტიკაში, აქ ბევრი შეკითხვა ჩნდება. მთლიანობაში, ბიზნესმენები პოლიტიკაში წარმატებულები არ არიან, მათ შორის ამერიკაშიც. ამიტომ, იმის თქმა, რომ პოპულარული ადამიანი ქართულ პოლიტიკაში წარმატებული იქნება, ვფიქრობ, ნაადრევია“, - თქვა საყვარელიძემ სააგენტო “GHN“-თან საუბრისას. მისი თქმით, მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ რას დაეყრდნობა ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნებში. „ვფიქრობ, რომ ამ დროისთვის მას ამ თვალსაზრისით საყრდენი ჯერ არა აქვს. ეს ყველაფერი უნდა შეიქმნას. როდესაც ყველაფერი შეიქმნება, მაშინ უკვე შესაძლებელი იქნება რეალური შანსების შესახებ საუბარი“, - თქვა საყვარელიძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს, 5 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ ცნობილმა ქართველმა ბიზნესმენა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების ამბიციის შესახებ განაცხადა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3570.html
| |||
განათავსა - Drakula | 05 ოქტ. 2011, 18:48 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.