პოლიტიკა: აშშ: რუსეთი შევა მსო-ში, თუ საქართველოს შეუთანხმდება | მსოფლიოს ამბები | ||
რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას (მსო) 2011 წლის ბოლომდე შემოუერთდება. ასე მიაჩნია აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს რონ კირკს, იტყობინება РИА «Новости». პირველ ვიცე-პრემიერთან იგორ შუვალოვთან შეხვედრაზე კირკმა რუსეთსა და საქართველოს შორის ყველა სადაო საკითხის გადაჭრის შესაძლებლობის თვალსაზრისით დარწმუნებულება გამოთქვა. მისი აზრით, ეს რუსეთს საშუალებას მისცემს, მსო-ში 2011 წლის ბოლომდე შევიდეს. 2011 წლის 17 სექტემბერს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ელვირა ნაბიულინამ ბრიუსელში მოლაპარაკებები დაიწყო ევროკავშირთან მსო-ში შესვლის თაობაზე. მსო-ს გენერალურმა დირექტორმა პასკალ ლამიმ განაცხადა, რომ რუსეთს ორგანიზაციაში შესვლა 2011 წლის ბოლომდე შეუძლია. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3567.html
| |||
განათავსა - Drakula | 05 ოქტ. 2011, 18:47 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.