ეკონომიკა: ომი Samsung-სა და Apple-ს შორის გრძელდება | მსოფლიოს ამბები | ||
სამხრეთკორეული ელექტრონული კონცერნი „სამსუნგი“ (Samsung Electronics) აპირებს სმარტფონ iPhone 4S-ის ახალი მოდელის გაყიდვაზე გლობალურ აკრძალვას მიაღწიოს. აღნიშნული მოდელი გუშინ, 4 ოქტომბერს, ამერიკულმა კომპანია Apple-მა წარმოადგინა. ამის შესახებ იტყობინება სამხრეთკორეული გაზეთი „ჩოსონ ილბო“. „ჩვენ სასამართლოში მიმართვასა და ახალი სმარტფონის გაყიდვების აკრძალვას ვაპირებთ“, - აციტირებს გამოცემა „სამსუნგის“ წარმომადგენელს. მან ასევე თქვა, რომ კონცერნს ეჭვი აქვს, რომ „Apple“-მა უკანონოდ გამოიყენა ახალ მოდელში სამხრეთკორეული კომპანიის ტექნოლოგიები და მისი ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს. ბოლო დროს „სამსუნგი“ გამალებით ზრდის გაყიდვების მოცულობებს, რის შედეგადაც სმარტფონების მსოფლიო ბაზარზე „Apple“-ის მთავარი მეტოქე გახდა. კომპანიებს შორის ურთიერთობა გამწვავდა რიგი ურთერთსარჩლების შემდეგ ტექნოლოგიების მოპარვისა და მოწყობილობათა დიზაინის პლაგიატის მიხედვით, რომლებმაც, კერძოდ, გერმანიაში სამხრეთკორეული პლანშეტური კომპიუტერების გაყიდვის აკრძალვა გამოიწვია. ამჟამად ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სასამართლოებში რამდენიმე პარალელურ სასამართლო დავას აწარმოებენ. სექტემბრის ბოლოს „სამსუნგის“ ერთ-ერთმა ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამხრეთკორეული კონცერნი ამერიკული კონკურენტისთვის „ტოტალური ომის“ გამოცხადებას აპირებს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3566.html
| |||
განათავსა - Drakula | 05 ოქტ. 2011, 18:46 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.