ეს საინტერესოა: გაეროს სპეციალისტებმა ქაღალდის გაზეთების „დაღუპვის“ დრო დაასახელეს | მსოფლიოს ამბები | ||
ტრადიციული ქაღალდის გაზეთები 2040 წლისთვის გაუჩინარდება, მათ ციფრული მატარებლები შეცვლის, წინასწარმეტყველებს გაეროს დაწესებულება - ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (OMPI – Organisation Mondiale de la Propriété Intelectuelle). ამის შესახებ წერს Tribune de Geneve. გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ორგანიზაციის დირექტორმა ფრენსის ჰარიმ განაცხადა, რომ „რამდენიმე წლის განმავლობაში ბეჭდვითი გაზეთები, რა სახითაც ჩვენ მათ ახლა ვიცნობთ, აღარ იარსებებს“. „ეს ევოლუციაა, ეს არც კარგია, არც ცუდი. ჩატარებულია გამოკვლევები, რომლებიც 2040 წლისთვის მათ დაღუპვას წინასწარმეტყველებენ, აშშ-სთვის კი - 2017 წლისთვის“, - განაცხადა ფრენსის ჰარიმ. ჰარის თქმით, ეს „ევოლუცია“ გარდაუვალია - აშშ-ში წიგნები ციფრულ მატარებლებზე უკვე ქაღალდის გაზეთებზე უფრო კარგად იყიდება, ხოლო ქალაქებში სულ უფრო რთულია ბიბლიოთეკის ნახვა. თუმცა მოვლენათა ასეთმა განვითარებამ შესაძლოა მთელი რიგი პრობლემები გამოიწვიოს, რომელთაგან ერთ-ერთია ჟურნალისტების შრომის ანაზღაურება, ამატებს OMPI-ის გენერალური დირექტორი. მისი თქმით, უნდა არსებობდეს ანაზღაურების გარანტიების განსაკუთრებული სისტემა. „წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი (ჟურნალისტები) ვერ გადარჩებიან“, - დაასკვნა ფრენსის ჰარიმ. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3563.html
| |||
განათავსა - Drakula | 04 ოქტ. 2011, 21:01 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.