პოლიტიკა: ვარშავის სამიტი - საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია | საქართველოს ამბები | ||
ვარშავაში გამართული ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი წარმოადგენს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისაკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. ამის შესახებ განცხადება გააკეთა სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სკიპერმა მანანა მანჯღალაძემ. 29-30 სექტემბერს პოლონეთში გამართულ რიგით მეორე ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე განიხილეს საქართველოსა და კავკასიის მთელი რეგიონის უსაფრთხოების საკითხი. ,,ვთვლი, რომ სამიტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისაკენ. ამას ადასტურებს ერვოკავშირის სტრუქტურისა და მისი წევრი ქვეყნების ლიდერებისა მიერ გაკეთებული განცხადებები", - განაცხადა მანჯღალაძემ. მისი თქმით საქართველოში მიმდინარე რეფორმები, აგრეთვე მისი როლი რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებაში ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციაში. სამიტის შედეგად მიღებული იქნა ერთობლივი კომუნიკე, რომლის თანახმადაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები კიდევ უფრო დაუახლოვდებიან ევროკავშირს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3562.html
| |||
განათავსა - consul | 04 ოქტ. 2011, 21:00 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.