პოლიტიკა: საფრანგეთის ელჩი ასრულებს თავის დიპლომატიურ მისიას საქართველოში | საქართველოს ამბები | ||
საფრანგეთის ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე ოქტომბრის ბოლოსათვის ქვეყანას დასტოვებს თავისი დიპლომატიური მისიის დასრულკებასთან დაკავშირებით. ამ დრომდე არ არის ცნობილი თუ ვინ დაიკავებს ფურნიეს ადგილს, რომელიც საქართველოს დასტოვებს 20 ოქტომბერს. საფრანგეთის საელჩოს ოფიციალურ საიტზე განთავსებულია ფურნიეს მიმართვა ქართული საზოგადოებისადმი. ,,ეს ჩემი ბოლო სიტყვაა საელჩოს ვებ-გვერდზე. სქართველოში ოთხი წლის გატარების შემდეგ დიდი მღევლვარებითა და მწუხარებით გემშვიდობებით თქვენ. ეს წლები იყო არაჩვეულებრივი და დაძაბული......", - წერს ფურნიე. თავის მიმართვაში ელჩი იხსენებს 2007 წლის 7 ნოემბრის ამბავს, როდესაც თბილისის ცენტრში დარბეული იქნა საპროტესტო აქცია, ხოლო შემდეგ კი სპეცნაზი შევიდა ტელეკომპანია ,,იმედის" შენობაში, 2008 წლის აგვისტოს ომს, ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის ჩამოსვლას და სხვა. ამასთან იგი წერს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩატარებულ ექსკურსიებზე, ქართულ მრავალხმიანობაზე და მეგობრებზე. ,,საქართველოს კეთილდღეობასა და აყვავებას ვუსურვებ", - წერს ელჩი. 2009 წელს ერიკ ფურნიე გახდა იმერეთის რეგიონის ქალაქ საჩხერეს საპატიო მოქალაქე. მან აგრეთვე მიიღო საპატიო წოდება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი მოქმედებების გამო - ელჩი უშუალოდ იმყოფებოდა საჩხერეს სამხედრო ბაზაზე. ამის გამო კი რუსებმა არ დაბომბეს ბაზა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3553.html
| |||
განათავსა - consul | 04 ოქტ. 2011, 20:47 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.