ეკონომიკა: სინგაპურში მიმდინარე კონფერენციაზე განიხილავენ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური იმყოფება ინგაპურში სამუშაო ვიზიტით. იგი დღეს სიტყვით გამოვიდა ბიზნეს-ფორუმზე ,,Invest in Georgia. The Gateway to Europe", რომლის ორგანიზატორია ,,Financial Times". გილაურმა ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე და მოუწოდა საერთაშორისო ბიზნეს უფრო აქტიურად ჩადონ თავიანთი ფინანსები საქართველოში. პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერთაგანი ბიზნესის წარმოებისა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნის კუთხით. განსაკუთრებით იქნა აღნიშნული, რომ საქართველო იზიდავს ფინანსებს ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კავშირის სფეროების განვითარებისათვის. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკავილმა თავის დროზე სინგაპურის ეკონომიკის განვითარების მოდელი საქართველოსთვის სამაგალითოდ დაასახელა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3546.html
| |||
განათავსა - consul | 04 ოქტ. 2011, 20:37 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.