ეკონომიკა: თბილისში გაიმართება კონფერენცია ტელეკომუნიკაციის თაობაზე | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
6 ოქტომბერს თბილისში უკრაინული ტელეკომუნიკაციის კომპანიის ,,რომსატის" მიერ ორგანიზებული იქნება კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება სატელიტური და საკაბელო კავშირების, ინტერაქტიული ტელევიზიის განვითარებას. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღებენ სააკბელო, ციფრული და სატელიტური სიგნალების გადამცემი მოწყობილობების მწარმოებელი წამყვანი კომპანიები აშშ-დან, გერმანიიდან და უკრაინიდან. უკრაინის კომპანიის ,,რომსატის" კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის ემზარ დღვილავას განცხადებით, კონფერენციაზე მონაწილეთა ყურადღება გამახვილებული იქნება ისეთ საკითხებზე როგორიცაა საკაბელო, სატელიტური და ინტერაქტიული ტელევიზიის ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს სასტუმროებში. ,,საქართველო აცენტს აკეთებს ტურიზმის განვითარებზე, ამიტომ აუცილოებელია, რომ სასტუმროებს მიეწოდებოდეს უმაღლესი ხარისხის სატელევიზიო სიგნალი. ამ მხრივ საქართველოში ძალინ მძიმე მდგომარეობაა',- განაცხადა ემზარ დღვილავამ. კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღებენ საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის სასტუმრო და საკაბელო კომპანიების წარმომადგენლები. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3542.html
| |||
განათავსა - consul | 04 ოქტ. 2011, 20:33 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.