პოლიტიკა: საქართველოს ვენეციის კომისია ეწვევა | საქართველოს ამბები | ||
ვენეციის კომისიის ექსპერტები(კონსტიტუციური სამართლის საკონსულტაციო ორგანო, რომელიც შეიქმნა ევროკავშირის საბჭოს მიერ) საქრთველოს 26-28 ოქტომბერს ეწვევა, რათა გაეცნონ საარჩევნო კოდექსში შეტანილ ახალ ცვლილებებს. ახალი კოდექსით უკმაყოფილოა ოპოზიცია. ,,ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება მმართველ პარტიასთან ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნების კოდექსის 12 მუხლში ცვლილებების შეტანის თაობაზე. შემდეგ კი ჩვენ დაგვაყენეს ფაქტის წინაშე - სრულიად ახალი საარჩევნო კოდექსი იქნა დაწერილი", - გამოთქვა უკმაყოფილება ,,ახალი მემარჯვენეების" პარტიის წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ. მისი თქმით კანონპროეტში გაუქმებული იქნა პუნქტები ამომრჩეველთა მარკირებისა და საარჩევნო უბნებზე ვიდეოკამერების დამონტაჟების შესახებ, რადგან თითქოსდა მათი არსებობა ზეგავლენას ახდენს ამომრჩევლებზე. ,,თუ ამ ლოგიკით ვიმსჯელებთ, მაშინ საარჩევნო უბნებზე არ უნდა იყვნენ დამკვირვებლები, ჟურნალისტები და ოპერატორები ვიდოკამერებით, რადგან ამ ჩანაწერებით შეიძლება დადგინდეს თუ ვინ იმყოფება საარჩევნო უბანზე. ამომრჩეველთა მარკირება კი შეუძლებელს ხდიდა ,,კარუსელს", აქედან გამომდინარე რას უშლიდა ხელს ეს პროცედურა?" - გაიკვირვა კაციტაძემ. ,,ვიდეოკამერების დამონტაჟების იდეა თვით მმართველ პარტიას ეკუთვნოდა, ხოლო მათი მოხსნა კი რეკომენდირებულია ვენეციის კომისიის მიერ", - განმარტა საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილომა. ,,2010 წლის დასკვნაში საუბარია, რომ კამერები არ არღვევენ ხმის მიცემის პროცედურის საიდუმლოებას, მაგრამ ზეგავლენას ახდენენ ამომრჩევლებზე", - დაამატა მან. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3541.html
| |||
განათავსა - consul | 04 ოქტ. 2011, 20:32 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.