aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

 ეს საინტერესოა: მეცნიერებმა „იდეალური საუზმის“ ფორმულა გამოიყვანეს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
თუ სამსახურში ან სასწავლებლად წასვლის წინ მხოლოდ ნაჩქარევად ფინჯან ყავასა ან ჩაის დალევთ, სადღეღამისო საკვები რითმი დაირღვევა. დაიწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ჰორმონების - ინსულინის, სეროტონონის, ადრენალინის გამომუშავების დარღვევაც. არადა სწორედ ისინი აგებს პასუხს ნივთიერებათა ცვლაზე, ასევე ემოციურ მდგომარეობასა და შრომისუნარიანობაზე.



ამიტომ მრავალი სპეციალისტი საუზმეს საკვების უმნიშვნელოვანას მიღებად ასახელებენ. ის, რითაც დილით ისაუზმებთ, გავლენას ახდენს თქვენს განწყობასა და გუნებაზე მთელი დღის განმავლობაში, ბრიტანელმა მეცნიერებმა 10 ათასზე მეტი სტუდენტი დატესტეს და შედეგად თანამედროვე ადამიანისათვის „იდეალური“ საუზმის ფორმულა გამოიყვანეს.


საერთო მოსაზრება ისეთია, რომ საუზმეზე აუცილებლად უნდა მიირთვათ ფაფა. მასში ბევრია უჯრედისი და ხსნადი საკვები ბოჭკოები, რომლებიც ნივთიერებათა ცვლასა და ძარღვების ტონუსს ასტიმულირებს. მაგრამ ერთფეროვნების ასაცილებლად სუფრის გამდიდრება შეიძლება ომლეტებით, ბლინებითა და სხვადასხვა რძის პროდუქტებით. უარი კი უნდა თქვათ ნაღების კარაქზე, შებოლილ ძეხვსა და ერბოზელილ ნაცხობზე.


საუკეთესო დილის ხილად კი დასახელდა... ბანანები, და არა ციტრუსები, როგორც შეიძლება ბევრს ევარაუდა. საქმე ისაა, რომ ბანანები, სახამებლის გარდა, რომელიც კარგად მოქმედებს კუჭზე, შეიცავს ალკალოიდ ჰარმინს, რომლის საფუძველია ცნობილი მესკალინი - „ბედნიერების ნარკოტიკი“. კარგია, თუ დილით მიირთმევთ ბანანს მაშინ, როდესაც ღელავთ, მაგალითად, გამოცდის ან მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ.


ამასთან ერთად, ბანანი ძალიან ნოყიერი პროდუქტია: საკმარისია ერთი ცალი, რათა შიმშილი მოიკლათ. ამიტომ დიეტოლოგები მათ, ვისაც წონაში დაკლება სურს, ურჩევენ კვირაში 2-3-ჯერ მოაწყონ ბანანებისაგან შემდგარი საუზმეები.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3538.html
განათავსა - Drakula | 03 ოქტ. 2011, 18:48 | ახალი ამბები »
 

"ეს საინტერესოა: მეცნიერებმა „იდეალური საუზმის“ ფორმულა გამოიყვანეს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 22 დეკემბერი 2024
  • English Georgian