ეკონომიკა: საქართველოს საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ აგვისტოში 17.8 მლნ დოლარი შეადგინა | ![]() | ბიზნესი და ეკონომიკა | |
![]() 1 სექტემბრისთვის კომერციული ბანკების ერთობლივი აქტივები 11.6 მლრდ ლარს (7 მლრდ დოლარს) შეადგენდა, ხოლო საკუთარი სახსრები (სააქციო კაპიტალი) – 1.9 მლრდ-ს (1.15 მლრდ დოლარს), კომერციული ბანკების საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობა - 81.7%-ს. იმავე თარიღისთვის საქართველოს საბანკო სექტორის ერთობლივმა დეპოზიტებმა 5.3 მლრდ ლარი (3.2 მლრდ დოლარი) შეადგინა, დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი 67.4%-ს უდრიდა, ამასთან დეპოზიტების წილმა აშშ დოლარებში უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების საერთო მოცულობაში 74.5%-ს შეადგენდა, ევროში დეპოზიტების წილი - 18.9%-ს. 2011 წლის 1 სექტემბრისთვის დეპოზიტების მიხედვით საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 8.7%-ს უდრიდა: ეროვნულ ვალუტაში - 11.6%-ს, უცხოურში - 8.4%-ს. 1 სექტემბრისთვის საქართველოში 19 კომერციული ბანკი ფუნქციონირებდა, მათ შორის 15 უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და უცხოური ბანკების ორი ფილიალი. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3535.html
| |||
განათავსა - Drakula | 03 ოქტ. 2011, 18:46 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.